“პუტინი ხვალ არ იქნება… ტრამპ, მიყვარხარ… შეიძლება, რუსებს ვუყვარდეთ” – ხატია სიჭინავა

“ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მთაწმინდის პარკში კახი კალაძის წარდგენაზე იკრიბებიან- ხატია სიჭინავა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც წარდგენაზე მივიდა.
სიჭინავა ამბობს, რომ სინდისის პატიმრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან მოვლენებს თვალს არ ადევნებს, თუმცა, ის იცის, რომ “ყველა მათგანი აქციაზე დაიჭირეს და ისინი ხალხს არბევდნენ.“
ასევე იგი მოკითხვას უთვლის ტრამპს და აქებს მოსკოვს იმავდროულად.
ჩემი პოზიცია ასეთია, თუ ჩემი შვილი დააშავებს, აუცილებლად აგებს პასუხს, საყვარელო. დანარჩენს თვითონ გადაწყვეტს სასამართლო. ცრუ მოწმე რას ნიშნავს, კადრები არ არსებობს? მე არ ვადევნებ თვალ-ყურს და არ ვიცი, რა ხდება, მაგრამ ვიცი, რომ ყველა დაიჭირეს მიტინგზე, როცა არბევდნენ და წვავდნენ ხალხს, აბრმავებდნენ და ა.შ.
ტრამპი რომ პრეზიდენტი გახდა, ახლაც მიხარია, მიყვარხარ, ტრამპპპ. იმედები არ გაუცრუებია ჩემთვის. არ მგონია, ბიძინას სანქციები აშინებდეს.
მოსკოვი ძალიან კარგი იყო, ლამაზი და სხვათაშორის, ძალიან უყვართ ქართველები. ჩემთვის რუსეთი და პუტინი სხვადასხვა რამეა, შეიძლება რუს ხალხს ქართველები უყვარდეთ. პუტინის მოსკოვი არ არსებობს, პუტინი დღეს არის, ხვალ არ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ