ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი შეხვედრაზე არ დათანხმდებოდა, ზეწოლა რომ არ ეგრძნო, ტრამპმა შეცვალა თამაშის წესები, იქნება დათმობები, რომლითაც არავინ იქნება კმაყოფილი – პიტ ჰეგსეტი

პუტინი შეხვედრაზე არ დათანხმდებოდა, ზეწოლა რომ არ ეგრძნო, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პიტ ჰეგსეტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შექმნა პირობები სამშვიდობო შეთანხმებისთვის, თუმცა იქნება დათმობები, რომლითაც არავინ იქნება კმაყოფილი.
„ტრამპმა უკვე შეცვალა თამაშის წესები. მან შექმნა პირობები შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რაც თავიდანვე მისი მიზანი იყო“, – აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე შესაძლებელია და, სავარაუდოდ, მოხდება ტერიტორიების გაცვლა.
„იქნება დათმობები, რომლითაც არავინ იქნება კმაყოფილი, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთებას, ეს ტრამპია“,- განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.