ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი უმკლავდებოდა სანქციებს, მაგრამ ახალი სანქციები საკმაოდ მტკივნეულია, ის ხვდება, რომ შესაძლოა, ახალი სანქციები დაწესდეს - ტრამპი

პუტინი უმკლავდებოდა სანქციებს, მაგრამ ახალი სანქციები საკმაოდ მტკივნეულია, ის ხვდება, რომ შესაძლოა, ახალი სანქციები დაწესდეს - ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, პუტინი ხვდება, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, ახალი სანქციები დააწესოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, ეს საკითხი მან ვლადიმერ პუტინთან საუბრისას განიხილა.
„ჩვენ სანქციებზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მე ვიტყოდი, პუტინი ამით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ როგორც იცით, ის უმკლავდებოდა სანქციებს, თუმცა ახალი სანქციები საკმაოდ მტკივნეულია. ჩვენ სანქციებზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ის ხვდება, რომ შესაძლოა, ახალი სანქციები დაწესდეს. და იცით, ის პროფესიონალია“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული საუბრის დეტალებზე.
მისი თქმით, უკრაინის ლიდერთან კიევისთვის ანტისარაკეტო შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობა განიხილებოდა. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას უკრაინაში ომის შეჩერება სურს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.