პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ალაპარაკდა – რას პასუხობენ კიევში და რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე ომის 638-ე დღეს

უკრაინაში ომის დასრულებაზე ფიქრი რუსეთის პრეზიდენტმა 638-ე დღეს გადაწყვიტა. “დიდი ოცეულის” ლიდერების ონლაინშეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა ისიც თქვა, რომ მას არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.
მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი ომის ტრაგედიებზე საუბრობდა, მისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავდნენ. ოკუპანტების იერიშს 9 ოლქში ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. სწორედ ომის გამო არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა. თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის საპასუხოდ არაფერი თქვა.
ფრონტზე ვითარება კრიტიკულია, სადაც, ბოლო 24 საათში, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 74 შეტაკება მოხდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ავდეევკის მიმართულებით – 30, კუპიანსკის მიმართულებით კი 12 თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინისგან განსხვავებით, არც ფრონტზე არსებული ვითარების და არც უკრაინის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას რუსეთი არ ავრცელებს. კიევში კი ამბობენ, რომ, ომის დაწყებიდან დღემდე, 321 800 რუსი სამხედროს განეიტრალება შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში