პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს – ზელენსკი

პუტინი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, თუ ევროკავშირი რეპარაციული სესხის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ფორმატში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
„პუტინს დიპლომატია და დიალოგი არ სურს. თუ უკრაინას ეს თანხები არ ექნება, მაშინ ჩვენ სუსტ პოზიციაში ვიქნებით. პუტინი ხვდება, რომ ჩვენ უფრო სუსტები და დაუცველები ვიქნებით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მიემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებთან პარასკევს და შაბათს მოლაპარაკებებს გამართავს.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?