არქივი20 დეკემბერი, 2023, 10:27
პუტინი "მკაცრი" პასუხით ემუქრება "უცხოეთის აგენტებს, რომლებიც რუსეთში დესტაბილიზაციას იწვევენ" უკრაინის დახმარებით
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა "მკაცრი" პასუხის შესახებ გაფრთხილებით, მისი თქმით, უცხოეთის აგენტებისთვის, რომლებიც უკრაინის დახმარებით რუსეთის დესტაბილიზაციას ცდილობენ.
რუსეთის უსაფრთხოების ძალების დღეს, 20 დეკემბერს, მათ მიმართ მიძღვნილ ვიდეომიმართვაში პუტინმა თქვა, რომ " მკაცრად უნდა იყოს შეჩერებული უცხოეთის სპეციალური აგენტების მცდელობა, დესტაბილიზაცია იყოს რუსეთის პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში".
კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პუტინი უკრაინის მთავრობას სდებს ბრალს "უცხოეთის სპეციალური სამსახურების პირდაპირი მხარდაჭერის" გამოყენებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.