პუტინი: მაღაზიაში ჯერ არ ვყოფილვარ, ჯერ არ შემირჩევია საჩუქრები, მაგრამ …

ს ფედერაციის პრეზიდენტი ახალი წლის აღნიშვნას ტრადიციულად  საყვარელ ადამიანებთან ერთად, ერთი ჭიქა შამპანურით გეგმავს. ამის შესახებ INTERFAX-ი წერს.

პუტინმა, უპასუხა კითხვას საახალწლო გეგმების შესახებ და თქვა, რომ პრეზიდენტის საახალწლო მილოცვის შემდეგ ახალ წელს ერთი ჭიქა შამპანურით საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარებს.

კითხვაზე აპირებს თუ არა საყვარელ ადამიანებს სიურპრიზი გაუკეთოს, ამის საპასუხოდ პუტინი ამბობს, რომ „ჯერ არ ყოფილა მაღაზიაში საჩუქრების ასარჩევად წასული და რამეს მოიფიქრებს“.

„მაღაზიაში ჯერ არ ვყოფილვარ, ჯერ არ შემირჩევია საჩუქრები, მაგრამ ვეცდები, რა თქმა უნდა, გავაკეთო რაიმე კარგი ამ ხალხისთვის,“ – ამბობს პუტინი.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის