ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას და ისტორიული სიმართლის გაყალბებას ცდილობენ

პუტინი ირწმუნება, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას და ისტორიული სიმართლის გაყალბებას ცდილობენ

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვასა და ისტორიის ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თითქოსდა დასავლეთის რიგი ქვეყნები „ფაქტობრივად ახორციელებენ მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას“ და „ისტორიული სიმართლის გაყალბება ხდება, ხოლო რუსეთი და ჩინეთი „მტკიცედ გმობენ მცდელობებს, დამახინჯდეს მეორე მსოფლიო ომის ისტორია“.

როგორც პუტინმა ჩინურ მედიას განუცხადა,  პეკინში ჩინეთის ლიდერთან მომავალ შეხვედრაზე გეგმავს განიხილოს ახალი ნაბიჯები ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ანგარიშსწორება „ფაქტობრივად მთლიანად ეროვნულ ვალუტებში ხდება“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.