ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი ირონიულად ამბობს, რომ კამალა ჰარისს მხარს დაუჭერს

პუტინი ირონიულად ამბობს, რომ კამალა ჰარისს მხარს დაუჭერს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩევნებზე საუბრისას ირონიულად ამბობს, რომ კამალა ჰარისს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა.
"რაც შეეხება ფავორიტებს, ეს ჩვენი განსასაზღვრი არაა. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია. ჩვენი ფავორიტი, ასე ვთქვათ, ბატონი ბაიდენი იყო. ის არჩევნებიდან მოხსნეს, მაგრამ მან რეკომენდაცია გაუწია ქალბატონ ჰარისს და ჩვენც ასე ვიზამთ, მას მხარს დავუჭერთ" - თქვა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის დროს, რუსეთს უამრავი სანქცია დაუწესა და მას "იმედი აქვს, რომ ჰარისი მსგავსი ნაბიჯებისგან თავს შეიკავებს".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.