ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი ამტკიცებს, რომ მოსკოვს საკმარისი რესურსი აქვს, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

პუტინი ამტკიცებს, რომ მოსკოვს საკმარისი რესურსი აქვს, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია.
„თქვენს მიერ ახლახან ნახსენები იარაღის (ბირთვული იარაღის) გამოყენების საჭიროება არ იყო და იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არც იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინი ამტკიცებს, რომ მოსკოვს საკმარისი ძალები და რესურსები აქვს იმისთვის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსები, რათა ის, რაც 2022 წელს დაიწყო, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“, - დასძინა პუტინმა და დაამატა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.