ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "მზაობა გამოთქვა" აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის.
კერძოდ, რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედიის Ria Novosty-ს თანახმად, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მან თქვა, რომ"უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთი ღიაა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის".
სხდომის მიმდინარეობისას პუტინმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ "მოსკოვი მიესალმება ტრამპის დამოკიდებულებას და მის სიტყვებს იმაზე, რომ საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი, რათა თავიდან იქნას აცილებული მესამე მსოფლიო ომი".
დღეს აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაცია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.