პუტინის მტკიცებით, რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის “არანაირი ინტერესი არ აქვს”

ს პრეზიდენტი, ამტკიცებს, რომ რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლის “არანაირი ინტერესი არ აქვს”. მისივე თქმით, ის ალიანსის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული.
ასე გამოეხმაურა პუტინი -ის პრეზიდენტის, ს განცხადებას, რომ რუსეთი სთან გამარჯვების შემთხვევაში NATO-ს ქვეყნებს თავს დაესხმება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ამას “სრული სისულელე” უწოდა.
“ეს სრული სისულელეა და ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის”, – ამბობს პუტინი.
მისივე თქმით, ეს არის ბაიდენის მცდელობა, რუსეთის მიმართ აშშ-ის მცდარი პოლიტიკა გაამართლოს.
“რუსეთს NATO-ს ქვეყნებთან საბრძოლველად არ აქვს არანაირი მიზეზი, არანაირი ინტერესი – არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც სამხედრო”, – თქვა პუტინმა.