ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინის თქმით, ის მზად არ არის ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის

პუტინის თქმით, ის მზად არ არის ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ არის მზად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. მან ზელენსკის კვლავ უწოდა „არალეგიტიმური“ და მიანიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების კანონიერ ორგანოდ ვერხოვნა რადა მიაჩნია.
„მოლაპარაკებების წარმოება ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ თავისი არალეგიტიმურობის გამო [ზელენსკის] არა აქვს რამის ხელმოწერის უფლება. თუ მოლაპარაკებებში მონაწილეობა სურს, გამოვყოფ ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას,“ თქვა პუტინმა 28 იანვარს ტელეარხ „როსია 1-ის“ ეთერში.
ამგვარად, მან გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ უკრაინის პრეზიდენტი, მისი თვალსაზრისით, არ შეიძლება იმყოფებოდეს თანამდებობაზე, ვინაიდან ქვეყანაში დადგენილ ვადებში არ გამართულა არჩევნები.
თავად პუტინის არჩევის კანონიერებას ოპოზიცია რეგულარულად აყენებს ეჭვქვეშ. აპრილში ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, არ აღიაროს რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.