პუტინის თანაშემწე: პუტინი ასადთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა თარიღი უცნობია

რუსეთის პრეზიდენტი სირიის დამხობილ პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრას აპირებს, თუმცა მათი შეხვედრის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

„ბოლო კომუნიკაციის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის აპირებს ასადთან შეხვედრას. გულწრფელად, არ ვიცი როდის, მაგრამ რადგან მან ეს თქვა, შეხვედრა იქნება“, – აღნიშნა უშაკოვმა.

სირიაში ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი მმართველობა დაემხო. 

სირიელ მეამბოხეთა ყველაზე დიდი დაჯგუფების ლიდერის, ჰაიატ თაჰრირ შამის, თქმით, მათ გაათავისუფლეს რეჟიმის მოწინააღმდეგე ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომლებსაც ციხეში აწამებდნენ და ხოცავდნენ.

ბაშარ ალ-ასადმა დამასკო ქალაქის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.

ასადისა და მისი ოჯახისთვის რუსეთში თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)