პუტინის და კალაძის მეგობარი – “მეგობრული ვიზიტი იყო” – კრემლიოვი სამთავრობო დელეგაციების დარბაზში გამოატარეს (ვიდეო)

კადრები სადაც ჩანს, რომ პუტინის მეგობარი ბიზნესმენი, უმარ კრემლიოვი თბილისის აეროპორტში სამთავრობო დელეგაციების დარბაზით გამოატარეს, უმარ კრემლიოვმა თავად გადაიღო და მისივე ტელეგრამზე გაავრცელა.
ტვ პირველთან, კახი კალაძე ადასტურებს შეხვედრას კრემლიოვთან.
კალაძე ამბობს:
“არაფერი, მეგობრული ვიზიტი იყო. მას დიდი ხანია ვიცნობ.”
მას შემდეგ, რაც თქვა კალაძემ, რომ მეგობრული იყო ვიზიტი, განაცხადა, რომ სპორტს ეხებოდა ვიზიტი.
უმარ კრემლიოვი მართლაც არის კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, თუმცა ტვ პირველის ცოდნით, საქართველოს კრივის ფედერაციაში ამბობენ, რომ არც ამ ვიზიტის შესახებ იცოდნენ და არც მათ შეხვედრია ვინმე.
უმარ კრემლოვის შესახებ არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებაა მომზადებული, სწორედ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ის პუტინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახლო მეგობარია და ასე გავიდა კავშირზე თავად პუტინთან. ფონდ თავისუფალი რუსეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ყვება, რომ საქართველოში კრემლიოვის ვიზიტის მიზანი ახალი ბიზნეს არხების გაჭრა იყო და ეს არის ავტო ბიზნესი.
კადრებში რომელიც აეროპორტშია გადაღებული, მის გვერდით ჩანს, ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. კადრებში, რომელიც რესტორანშია გადაღებული, სუფრასთან სხედან, ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და სავარაუდოდ ოცნების ექს დეპუტატი არჩილ თალაკავაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ