ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის" | სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ. მისი თქმით, ეს თავად ალიანსის ინტერესებშია, რადგან "პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის".
"აუცილებელია გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას ტრაგედია ელის. მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ, ჩვენივე ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაუძლოს," - თქვა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ისინი მზად იყვნენ "ცუდი ამბებისთვის," რადგან, მისი თქმით, ომი ცვალებადი პროცესია და უკრაინის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.