პურ-ფუნთუშეულის კომპანია “იფქლს” საწარმოო პროცესი შეუჩერეს – Netgazeti • სურსათის ეროვნული სააგენტო • Netgazeti.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წარმოება შეუჩერდა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანია “იფქლს”.
უწყების განმარტებით, ამას ორი საფუძველ ჰქონდა:
· აღმოჩნდა, რომ კომპანია არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
· საწარმოში არაგეგმური ვიზიტის დროს, სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებმა “არაკრიტიკული შეუსაბამობები” დააფიქსირეს, რისთვისაც კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტომ კომპანია გუშინ, 5 თებერვალს, მომხმარებლის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა.
უფრო კონკრეტულად, მოქალაქემ 30 იანვარს დარეკა სააგენტოში და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელ “ორი ნაბიჯის” ერთ-ერთ ფილიალში შეძენილ “იფქლის” წარმოების თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა.
არაგეგმური შემოწმებისას გამოვლენილი შეუსაბამობების გამო წარმოების პროცესის შეჩერების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიას გონივრული დრო მისცა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია თავდაპირველად მომხმარებელთა უფლებების დამცველმა პლატფორმა Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო