არქივი4 დეკემბერი, 2023, 13:06
პურის მცხობელ კომპანიებს გაზის ტარიფი არ გაუძვირდებათ - დავითაშვილის განმარტება
რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი ძვირდება. "სოკარ ჯორჯია გაზი", "საქორგაზი" და "თელავიგაზი" კომერციულ მომხმარებლებს ტარიფების ცვლილებაზე ატყობინებენ. 2024 წლის 1 იანვრიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომერციული მომხმარებლისთვის 1მ³ ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,29 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ასევე დღგ-ს ჩათვლით 1.29 ლარით განისაზღვრა "თელავგაზის" ტარიფი კომერციული მომხმარებლისთვის.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.