არქივი8 სექტემბერი, 2025, 22:08
„პუბლიკის“ ინფორმაციით, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას, „პუბლიკის" ჟურნალისტს დაარტყეს და მობილური ტელეფონი წაართვეს

„პუბლიკის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას, „პუბლიკის" ჟურნალისტს დაარტყეს და მობილური ტელეფონი წაართვეს.
„მელიქიშვილზე, „ქართული ოცნების“ შტაბთან დაპირისპირების გაშუქებისას, პირდაპირი ეთერის დროს „პუბლიკის“ ჟურნალისტს დაარტყეს, რის შედეგადაც ტელეფონი გააგდებინეს, შემდეგ კი მობილური წაართვეს.
მობილური ტელეფონი წაართვეს „პუბლიკის" მეორე ჟურნალისტსაც“, - ნათქვამია „პუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.