"პსჟ? ჩვენ იამალი გვყავს" - "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბარსელონა" პსჟ-ს შეხვდება. კენჭისყრის შესახებ კომენტარი კატალონიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ გააკეთა.
"ვამაყობთ იმით, რომ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის ვიმყოფებით. მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. პსჟ-ის ფეხბურთელები? ჩვენ იამალი გვყავს. მწვრთნელს ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის გაბედულება გააჩნია. ძალიან მაგარი თამაში იქნება.
მათ მწვრთნელს კარგად ვიცნობთ, მაგრამ ჩვენც შესანიშნავი გუნდი და გულშემატკივრები გვყავს", - ციტირებს იუსტეს "მარკა".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ მზადაა ზაფხულში "ბარსას" 16 წლის იამალში 200 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.