პსჟ-ში შეიძლება კიდევ ერთი პორტუგალიელი გადავიდეს

Footmercato-ს ცნობით, პსჟ „ვესტ ჰემის“ 21 წლის ნახევარმცველით, მატეუშ ფერნანდეშით დაინტერესდა.
პარიზული კლუბი ფერნანდეშს უკვე დაუკავშირდა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის პორტუგალიელის შეძენის სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედს“ აქვს.
მიმდინარე სეზონში ფერნანდეშმა ყველა ტურნირზე 37 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 35 მილიონი ევროა.
„პარი სენ ჟერმენში“ ფერნანდეშის თანამემამულეები ნუნო მენდეში, ვიტინია, ჟოაო ნევეში და გონსალო რამუში თამაშობენ, კლუბის სპორტული დირექტორი კი ასევე პორტუგალიელი ლუიშ კამპუშია.