არქივი18 თებერვალი, 2025, 20:26
პსჟ შეტევის კონკურენტი გუნდის ფეხბურთელით გაძლიერებას გეგმავს

პსჟ ზაფხულში "მარსელის" 23 წლის თავდამსხმელის მეისონ გრინვუდის 75 მილიონ ევროდ შეძენას შეეცდება, - იტყობინება Fichajes-ი.
თუ გრინვუდი "პარი სენ ჟერმენში" გადავა, მისი ყოფილი კლუბი "მანჩესტერი" ტრანსფერის 50%-ს მიიღებს.
ინგლისელმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და უსმან დემბელეს შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ბომბარდირია.
Transfermarkt-ის მიხედვით გრინვუდის ფასი 35 მილიონია. პსჟ ლიგა 1-ის ლიდერია, "მარსელი" კი მეორე ადგილზეა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.