პსჟ-ს ყოფილი მცველი დილას ფეხბურთელი გახდა

„დილა“ იტყობინება, რომ მცველი ლენი მანისა დაიმატა:
„21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ლენი მანისა კარიერას “დილაში“ გააგრძელებს. ახალგაზრდა უკანახაზელს საკმაოდ კარგი კარიერა უმაგრებს ზურგს. ლენიმ თამაში „გენგამის“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც „პარის სენ ჟერმენის“ 19-წლამდე გუნდში გადაბარგდა და გუნდთან ერთად ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა.
შემდეგი ნაბიჯი მის კარიერაში იტალიური“ პარმა“ იყო, რომლის რიგებშიც როგორც ასაკობრივ ასევე მთავარი გუნდის შემადგენლობაშიც გახლდათ, ბოლოს კი ბერძნულ აეკ-ში თამაშობდა. ლენი მანისას აქვს სანაკრებო გამოცდილებაც - საფრანგეთის 17-წლამდე ნაკრების წევრი იყო“.
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.