"პსჟ-მ სახელფასო განაკვეთი შეამცირა - როგორია კვარაცხელიას გასამრჯელო?" - ფრანგული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგულმა 20 minutes-მა პსჟ-ს ფეხბურთელების ანაზღაურება გამოაქვეყნა. გამოცემამ აღნიშნა, რომ 2022 წელს კლუბის სახელფასო განაკვეთი გუნდურ სახეობებში მსოფლიოში ყველაზე მაღალი გახლდათ (700 მილიონ ევროზე მეტი), ახლა კი შემცირდა და 600-650 მილიონს შეადგენს, მაგრამ ლიგა 1-ის სხვა კლუბების ბიუჯეტს მინიმუმ ოთხჯერ აღემატება.
მოთამაშეთა გასამრჯელოს მოცემულობა „რეალური“ არ არის - მაგალითად, უსმან დემბელე გადასახადების გადახდის შემდეგ ხელზე არა 18 მილიონს, არამედ 10 მილიონს იღებს. თუმცა, „პარი სენ ჟერმენის“ წევრები სხვადასხვა ბონუსებს იღებენ.
20 minutes-ის ცნობით, გადასახადების გადახდამდე ხვიჩა კვარაცხელიას წლიური ხელფასი 10.8 მილიონია.
უსმან დემბელე - 18 მლნ
მარკინიოსი - 13.4
ლუკა ერნანდესი - 13.3
აშრაფ ჰაკიმი - 13.2
უორენ ზაირ-ემერი - 11.4
ვიტინია - 10.8
ხვიჩა კვარაცხელია - 10.8
ნუნო მენდეში - 9.6
ბრედლი ბარკოლა - 6.6
დეზირე დუე - 6
ლუკა შევალიე - 6
ილია ზაბარნი - 5.8
გონსალო რამუში - 5.3
ფაბიან რუისი - 5.2
ჟოაო ნევეში - 4.8
მატვეი საფონოვი - 4.8
ვილიამ პაჩო - 4.5
კან-ინ ლი - 3.6
სენი მეილიუ - 0.720
დღეს "კვარა" ბრუნდება - მამარდაშვილი "მანჩესტერის" წინააღმდეგ!..
Le Parisien: იქნება ხვიჩა "სტრასბურგთან" სასტარტოში, თუ ლუის ენრიკე "ბაიერთან" მატჩის წინ არ გარისკავს?
დღეს, თურქეთი VS საქართველო - რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
Le Parisien: იქნება ხვიჩა "სტრასბურგთან" სასტარტოში, თუ ლუის ენრიკე "ბაიერთან" მატჩის წინ არ გარისკავს?
დღეს "კვარა" ბრუნდება - მამარდაშვილი "მანჩესტერის" წინააღმდეგ!..
"არ არის პირველი, როცა დაბრკოლების წინაშე ვართ" - ხვიჩა კვარაცხელიას განცხადება
კაპიტანი გუნდიდან მიდის? - მარკინიოსის 12-წლიანი პარიზული კარიერა დასასრულს უახლოვდება
არსებობდა სხვა გზა? - არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
პსჟ-ს მეკარემ კლუბი გააღიზიანა და შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.