პსჟ-მა "შტუტგარტი" გაანადგურა - ხვიჩა პლეი-ოფში ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მერვე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „შტუტგარტი“ 4:1 დაამარცხა.
„პარი სენ ჟერმენმა“ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უსმან დემბელემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ბრედლი ბარკოლამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
პარიზული გუნდი 13 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც უკვე თამაშის უფლება ხვიჩა კვარაცხელიას ექნება.
კენჭისყრა 31 იანვარს ჩატარდება - მატჩები 11/12 და 18/19 თებერვალს გაიმართება.
„პარი სენ ჟერმენი“ შემდეგ მატჩს 1-ელ თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეოცე ტურში სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდება.
შტუტგარტი - პსჟ 1:4
გოლები: 0:1 ბარკოლა (6), 0:2 დემბელე (17), 0:3 დემბელე (35), 0:4 დემბელე (54), 1:4 ფიურიხი (74)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.