პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პსჟ-ი "რეალის" შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

პსჟ-ი "რეალის" შემტევის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს

"პარი სენ ჟერმენი" "რეალის" შემტევის როდრიგოს სანაცვლოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას Fichajes-ი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციას ადასტურებს გავლენიანი ფრანგული გამოცემა RMC Sport-იც და აღნიშნავს, რომ ბრაზილიელი პსჟ-ის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
ჯერჯერობით უცნობია რა თანხის სანაცვლოდ დათმობს "ბლანკოსი" როდრიგოს.
ცნობისთვის, ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში როდრიგომ "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 28 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.