პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან

უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე მინსკის „დინამოს“ 2:0 სძლია, უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მეტოქე დაემარცხებინა და იმის გათვალისწინებით, რომ მეორე შეხვედრაც თბილისში იმართებოდა, ყველას ფავორიტად ქართული გუნდი მიაჩნდა, თუმცა...
და მოხდა ის, რაც წარმოუდგენლად მოჩანდა - უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ბელარუსები უპირატესობას დაეუფლენ, ძირითად დროში 2:0 მოგვიგეს, პენალტების სერიაშიც დაგვჯაბნეს, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებულები გამოვიდნენ და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ნიონში გუშინ ახალგაზრდული ლიგის 1/16-ფინალის წილისყრა გაიმართა და მინსკელების მეტოქე გაირკვა - პსჟ. ერთმატჩიანი დაპირისპირება 3 ან 4 თებერვალს ჩატარდება. თან მასპინძელი გუნდი მინსკის „დინამოა“. ჯერ უცნობია სად ჩატარდება ეს თამაში. მოკლედ, თბილისის „დინამო“ რომ მეთექვსმეტედფინალში გასულიყო, „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებდა.
„პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ს კენჭისყრაზე ძალიან გაუმართლა.
გოჩოლეიშვილი "კოპენჰაგენის" შესანიშნავი ფეხბურთელია - ტრავმირებულ ქართველს დანიური მედია აქებს
"ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასზე საკმარისად არ საუბრობენ" - ბენზემამ პსჟ-ს შემტევი გამოარჩია
იქნება კვარაცხელია შემტევ სამეულში? - წლის ბოლო ტური და სხვა მატჩები
ბელარუსული გუნდი რუსეთის ჩემპიონატში შესაძლო ჩართვას აპროტესტებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ბელარუსმა ფეხბურთელმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა
გიორგი ნავალოვსკი: ევროპირველობაზე გასვლის შანსი გაგვიჩნდა - ბელარუს ნაცნობებთან მეგობრული შეხვედრა არ გვექნება
რატომ აქვს გიორგი ნავალოვსკის რუსული პასპორტი - ინტერვიუ ქართველ ფეხბურთელთან
უტკინი "ზენიტის" მინსკის "დინამოსთან" დამარცხებაზე: ეს ფსკერია, შემდეგ ორი ფენა განავალია და მერე კიდევ ერთი
ბარკოლამ პსჟ-ს ფანი ჭკუიდან გადაიყვანა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.