ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს

პსჟ ზაბარნის შეძენას ისევ ვერ ახერხებს

Sky Sports -ის ცნობით, პსჟ-მ „ბორნმუთს“ ცენტრალური მცველის, ილია ზაბარნის თაობაზე მეორე წინადადებით მიმართა და ისევ უარი მიიღო.
ამჯერად პარიზულმა კლუბმა 55 მილიონი ფუნტი შესთავაზა, „ბორნმუთი“ კი 70 მილიონ ფუნტს ითხოვს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა პსჟ-სთან ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
22 წლის ზაბარნიმ გასულ სეზონში „ბორნმუთში“ 39 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 42 მილიონი ევროა. „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე ილიას მარკინიოსის ალტერნატივად მოიაზრებს, რადგან პრიორიტეტს ახალგაზრდა და ენერგიულ ფეხბურთელებს ანიჭებს.
"ბაიერნში" გადავიდეს თუ "კვარასთან" კონკურენცია გააგრძელოს - ბარკოლა არჩევანის წინაშე

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.