ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე

პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „ამერიკის ხმის“ ყოფილი ჟურნალისტის ია მეურმიშვილის განცხადებას ეხმიანება „ამერიკის ხმის“ დახურვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დადასტურდა ის, რაზეც წლებია საუბრობს მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ – მედია პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი „დიფ სთეითის “ მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოებში მთავრობებისა და საზოგადოების წინააღმდეგ გამოიყენება. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ აგენტურულ საქმიანობაში ჩართული ბენეფიციარებიც ღიად საუბრობენ საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე.
“ვითომ უნებლიედ წამოსცდა, მაგაზე არ ვსაუბრობთ ამდენი წელია, რომ მედია-პლატფორმები და არასამთავრობო სექტორი, პროქსი-ომებისთვის გამოიყენება “დიფ სთეითის” მიერ, სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობებისა და საზოგადოებების წინააღმდეგ?!
თუ ძლიერი ინსტრუმენტის რესპექტაბელურობის ხაზგასმაა, რომ ბევრს დაკარგავენ “ძლიერნი ამა ქვეყნისა” ამ ძლიერი იარაღის უტილიზაციით?
მოკლედ, პროცესი იმდენად სტერილური გახდა, რომ აგენტურულ სინდიკატში ჩართული ბენეფიციარებიც კი ღიად საუბრობენ, საკუთარ როლსა და ვალდებულებებზე!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.