ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროცესი დაიწყო - საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით გადაადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი გახდება

პროცესი დაიწყო - საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით გადაადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი გახდება

საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს საბერძნეთიც აღიარებს. ისევე, როგორც საბერძნეთში გაცემული მართვის მოწმობები საქართველოშიც ვალიდურ დოკუმენტად ჩაითვლება.
ურთიერთაღიარების შესახებ პროცესის დაწყების შესახებ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 9 სექტემბერს მოაწერა. უცნობია, რა დრო დასჭირდება პროცედურების დასრულებას.
ქართული მართვის მოწმობები ირლანდიამ მიმდინარე წლის ივლისში აღიარა. ასევე, ურთიერთაღიარების დოკუმენტს საქართველომ ხელი მოაწერა ესპანეთთანაც.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.