ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროფკავშირი იუწყება, რომ „ევოლუშენის“ თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

„ევოლუშენ საქართველოს“ გაფიცულმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა პროფკავშირის, „ლაბორის“ ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ.
მისი სიტყვებით, 19 წლის ბიჭს არ სურს, მისი ვინაობა გასაჯაროვდეს, რადგან მისი ოჯახი არ არის ინფორმირებული. ეს ახალგაზრდა კომპანიაში დაახლოებით ერთი წელია მუშაობს.
„რატომ მივიდა ეს ადამიანი ამ ზომამდე?! ცხრა დღეა, ეს ადამიანები შიმშილობენ და კომპანიის დაქირავებულ ტროლ-ბოტები წერენ ჯგუფებში, რომ თითქოს ეს ადამიანები არ შიმშილობენ. მათი ძალიან დიდი „წვლილია“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.
მისი ინფორმაციით, უკვე მეცხრე დღეა გაფიცული ასობით თანამშრომლიდან ოთხმა პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობა - დაიწყო.
ახალგაზრდამ პირი გუშინ, გვიან ამოიკერა. თუმცა მანამდე რამდენიმე წუთით ადრე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც გაფიცულ თანამშრომლებს მოუწოდა, „ნუ შეუქმნიან საკუთარ თავს და ჯანმრთელობას საფრთხეს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, რადგან ამ გზით „ევოლუშენის“ პოზიცია, რომელიც ცხადი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება“.
„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება, კომპანიის ცნობით კი - 700-მდე.
გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს "ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ - დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონისა თუ კანის ფერის გამო.
გაფიცვის 33-ე დღეს, „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელთა ნაწილმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.