პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რაც გამგეობის სხდომაზე Labor-ის წევრების არშეშვებას მოჰყვა

პროფკავშირების შენობასთან ხმაური იყო. უფრო კონკრეტულად, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა გამგეობის სხდომაზე Labor-ის [აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი] წევრების არ შეშვებას.
Labor-ის წევრები მომხდარს მათ განსხვავებულ აზრს უკავშირებენ და ამბობენ, რომ პროფკავშირების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ამ შეკრებაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი Labor-ის მხრიდან, უფლებამოსილი პირები, რომლებიც არ შეუშვეს, თუმცა შეუშვეს ყველა. მოვითხოვეთ განმარტება, რატომ არ შეუშვეს ჩვენი იურისტი, რატომ არ შეუშვეს თავმჯდომარის მოადგილე.
მათი მხრიდან ფიზიკური მოწოლა მოხდა, რასაც ჩვენი მხრიდან თავდაცვა მოჰყვა. მათი მხრიდან იყო მუშტების და სილის ქნევა. გაილახა რამდენიმე ადამიანი. ერთს კბილი მოტეხეს, ერთს ლოყა გაუხეთქეს. გოგონებსაც დაარტყეს, გვაგინეს, გვლანძღეს და საბოლოოდ, უფლებამოსილი პირები ვერ შევიდნენ“,- განაცხადა Labor-ის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში