პროფკავშირების გაერთიანება – საქართველო ბუდაპეშტში მდებარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალურ და დასავლეთ ოფისს დაექვემდებარა

საქართველოს პროფკავშირების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, საქართველო ბუდაპეშტში მდებარე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ცენტრალურ და დასავლეთ ოფისს დაექვემდებარა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ბუდაპეშტის ოფისის დირექტორი, კლერ ჰარასტი დელეგაციასთან ერთად საქართველოს პირველად ეწვია.
„ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოში ღირსეული შრომის პროგრამის დაგეგმვა წარმოადგენს. მხარეებს შორის ინდივიდუალური და შემდგომ, გაერთიანებული სამმხრივი კონსულტაციები 20-21 ნოემბერს გაიმართა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამუშაო გეგმის პრიორიტეტულ საკითხებად გაიწერა: სოციალური დიალოგის განვითარება და ყველა დონეზე მხარდაჭერა, მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის, ქალთა და ახალგაზრდობის, პროფესიული განათლების, დასაქმების ფორმალიზების, სოციალური კონტრაქტისა და ა.შ. მიმართულებებზე მუშაობა.
მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველომ შსო-ს რეგიონულ ოფისთან აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ. იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ