პროფესიულ დღეს გილოცავთ თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება

პროფესიულ დღეს გილოცავთ თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე წარმოუდგენელია.
„განსაკუთრებული პატივისცემით გილოცავთ პროფესიულ დღეს თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედია; სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით.
გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ამაღლდა მართლმსაჯულების ხარისხი. შედეგად, დღევანდელი სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც წინა რეჟიმის დროს არსებობდა; მოქალაქეებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალურად ხელმისაწვდომ სიკეთედ იქცა. ეს პროგრესი, სისტემურ რეფორმებთან ერთად, თითოეული პრინციპული, სამართლიანი, მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი მოსამართლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში. სწორედ მოსამართლეა სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი, ის საყრდენი, რომელზეც მართლმსაჯულების სისტემა დგას. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, თითოეული სამართლიანი გადაწყვეტილება ქმნის იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის. მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
Next: ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა