“პროტესტი უნდა გაგრძელდეს რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე” – თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართვა

ევროპული საქართველოს წევრი, ემოციურ მიმართვას ავრცელევს და რუსული კანონის საწინაანღმდეგო პროტესტა უერთდება:

„მეგობრებო, ვინმეს თუ ჩემი ხედვა გაინტერესებთ, რეჟიმის ცვლილებას როგორ ვხედავ, ის აი ასეთია:
1. პროტესტი გრძელდება რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე (სექტემბერში ახალი ძალით ახლდება, თუ საჭიროა – არაა საჭირო დასუსტება მისი მუდმივობით)
2. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება რეჟიმის ცვლილების შემდეგ აუცილებელი ფუნდამენტური რეფორმების პრინციპებზე (დღეს ვაქვეყნებთ ამ პრინციპებს და ნახავთ).
3. დისფუნქციური რეჟიმი ატარებს არჩევნებს იმ ცესკოთი, რასაც საპროტესტო კომიტეტი შეარჩევს (სსრკ-ის ნგრევის შემდეგ როგორც ომუნისტებმა ჩაატარეს).
4. ახალი, პროპორციული სისტემით და ხალხის მანდატით არჩეული ხელისუფლება იწყებს რეფორმებს ახალი, თავისუფალი და
სამართლიანი რესპუბლიკის დასაფუძნებლად, იწყება ევროკავშირთან დიალოგი, ვიღებთ მაპს.

ესაა ჩემი გეგმა.

ჭირი იქა, ლხინი აქა!

(სილამაზე სიმარტივეშია და ასე მარტივად გამოვა, თუ გამოვა)“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება