პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტად, უკვე მე-15 დღეა მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.
დღეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად პარლამენტთან იკრიბებიან, სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, 21:00 საათზე, სხვადასხვა ქვეყნის ევროპარლამენტარებიც მივლენ, სავარაუდოდ, ისინი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)