პრორუსული "ალტ-ინფოს" წევრებმა თბილისის მერიის წინ EU-ს დროშა დაწვეს | მარტინენკო დაჯარიმდა, მახარაძის მიმართ კი საქმის წარმოება დაიწყო
ქვეყნის ევროინტეგრაციის კვალდაკვალ პრორუსი რადიკალები გააქტიურდნენ - გუშინ, 22 დეკემბერს, გვიან ღამით, მოძალადე, პრორუსული "ალტ-ინფოს" წევრებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ, თბილისის მერიის წინ აღმართულ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
ისინი პოლიციამ რამდენიმე საათით დააკავა - ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ზურა მახარაძის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ადმინისტრაციულად შედგენილ მასალებს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ.
მესამე სექტორში კი აღნიშნავენ, რომ "ალტ-ინფოს" წევრებს მმართველი გუნდი მფარველობს. მათი თქმით, რომ არა "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, ისინი ღია პრორუსული და ანტიევროპულ კამპანიას ვერ დაიწყებდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.