პროპაგანდის ადგილი არ არის: რუმინეთმა გააუქმა ორი რუსული ფილმის ჩვენება
რუმინეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა დედაქალაქ ბუქარესტის კინოთეატრებში ორი რუსული ფილმის ჩვენება მას მერე, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გამოამზეურა რუსეთის ცენტრის - რუმინეთში, ნატოს წევრ ქვეყანაში, თითქოს რუსეთის კულტურის ხელშემწყობი ორგანიზაციის - ინიციატივა, ეჩვენებინათ ფილმები - მიძღვნილი 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში პირველი ადამიანის, საბჭოთა კოსმონავტის იური გაგარინის გაფრენის წლისთავისადმი.
„დაუშვებელია საზოგადოებრივ კინოთეატრებში ჩვენება ამდენად აშკარა პროპაგანდისტული ფილმებისა, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო აფინანსებს,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა, რალუკა ცურკანმა.
კრიტიკოსების მიერ ფილმები „გამოწვევა (2023 წელი) და „ღია კოსმოსში გასვლა“ (2027 წელი) რუსეთის პროპაგანდისტულ საშუალებებად ითვლება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.