პროპაგანდისტული „იმედი“, კომპანია „გორბის“ მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს აქვეყნებს

პროპაგანდისტული "იმედი" თავისივე დაკვეთით, კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს აქვეყნებს.
აღნიშნული ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში ადგილობრივი არჩევნები კახა კალაძემ მოიგო (77.4%).
მეორე ადგილი კი "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დაიკავა (8.8%).
"გორბის" კვლების მიხედვით, თბილისში მესამე ადგილი დაიკავა იაგო ხვიჩიამ, 6.7%-ით.
ამავე კვლევის მიხედვით, ბათუმში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
· გიორგი ცინცაძე, "ქართული ოცნება" - 81.2%
· გოჩა გოგუნავა, "გახარია საქართველოსთვის" - 9.3%
· კახაბერ ცისკარიძე, "გირჩი" - 4.4%
"გორბის" კვლევის მიხედვით შედეგები ქუთაისში:
· დავით ერემიშვილი, "ქართული ოცნება" - 88.7%
· პაატა ზაქარეიშვილი, "გახარია საქართველოსთვის" - 5.7%
· გიორგი ამაღლობელი, "გირჩი" - 5.6%
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.