პრომეთე, მარტვილი, სათაფლია... - 2023 წლის ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიების რეიტინგი
2023 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 078 112 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით (902 063 ვიზიტორი) 19%-ით - არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 42% ქართველია, ხოლო 58% უცხოელი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და სათაფლიას ესტუმრა.
2023 წელს დაცული ტერიტორიების რეიტინგი მონახულების მიხედვით, ასე გამოიყურება:
· პრომეთეს მღვიმეს - 230 677 ვიზიტორი;
· მარტვილის კანიონს - 228 998 ვიზიტორი;
· სათაფლიას - 96 956 ვიზიტორი;
რაც შეეხება სხვა დაცულ ტერიტორიებს,2023 წლის ტოპ-10 ტერიტორია შემდეგია:
· პრომეთეს მღვიმე
· მარტვილის კანიონი
· სათაფლია
· მტირალას ეროვნული პარკი
· წალკის კანიონი
· ოკაცეს კანიონი
· თბილისის ეროვნული პარკი
· ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
· ყაზბეგის ეროვნული პარკი
· ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
bm.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.