პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა ქმედება, მოვლენა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო

პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა ქმედება, მოვლენა, პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო
პროკურორმა რაც ჩამოთვალა, ყველა განცხადება, მოვლენა, ქმედება პირდაპირ ეთერში ხდებოდა, ამის მომსწრე და მხილველი მთელი საზოგადოება იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მთლიანად მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოს საქმე.
„ამის იქით პროკურატურას რა მტკიცებულებები გააჩნია, როგორი იქნება გამოძიება და სასამართლო პროცესი, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცდება. მთლიანად მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოს საქმეა. პროკურორის განცხადებაში არსად დამინახავს, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა გამოცხადდა მტრულ სახელმწიფოდ. აქ საუბარია, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც პროკურორმა თქვა, ეს ადამიანები აძლევდნენ უცხო ქვეყანას საჯარო მოხელეების და პლიტიკოსების სიას, ითხოვდნენ მათ დასანქცირებას. ნუ შემიყვანთ პროკურატურის კომპეტენციაში, რაც პროკურორმა განაცხადა, ამაში ახალი არაფერია, რადგან ამას პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ამბობდნენ, საქართველო არის რუსეთის იარაღის მიწოდების ხვრელი, უნდა მოხდეს კონსტიტუცური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ა.შ. გამოძიების პრეროგატივაში და, მით უმეტეს, სასმართლოს გადაყვწტილებაში ვერც პროგნოზირებას გავაკეთებ და ვერც კომენტარს. ის, რაც პროკურორმა განაცხადა, ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე