ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 11 მარტს, მესტიის რაიონში, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
„დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.