პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე), რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად განათავსეს სხვადასხვა ლოკაციებზე.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2024 წლის 10 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინათ.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორ პირს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით, ხოლო ერთს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ