არქივი25 დეკემბერი, 2025, 17:54
პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა თორდიამ სენაკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში პროკურორმა მოსწავლეებს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია და ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე ისაუბრა, ასევე მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.