არქივი29 აპრილი, 2025, 09:54
პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდნენ

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.
სახლის ჩხრეკამდე პროკურატურის თანამშრომლებმა ალეკო ცქიტიშვილი ჯერ სახლთან შეაჩერეს და პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი ჩამოართვეს, რომელიც დალუქეს.
პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდება.
პირადი ჩხრეკის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ახლა მისი საცხოვრებელი სახლი უნდა შეემოწმებინათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.