პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გირაოს მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს

პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს, საქმე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ გუშინ წარდგენილ ბრალს, რომელიც, ბრალდების მხარის მტკიცებით, საბოტაჟს, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებას გულისხმობს
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ზოგი ბრალდებულების მიმართ, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. აღნიშნული ბრალდებულების მიმართ ჩვენ ვითხოვთ გირაოს მილიონ-მილიონ ლარს. ხოლო რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დანარჩენები იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მათ მიმართ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები უკვე ისედაც აღმოფხვრილი იქნებოდა. საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები. ასევე არის ექსპერტიზის დასკვნები” | განაცხადა პროკურორმა
ე.წ. საბოტაჟისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ელენე ხოშტარიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გუშინ, 6 ნოემბერს, დაიწყო

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან