ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის მიმართ პატიმრობის, მურთაზ ზოდელავას მიმართ კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის მიმართ პატიმრობის, მურთაზ ზოდელავას მიმართ კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ პატიმრობის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას მიმართ კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.
პროკურორი ხაბეიშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლებს უთითებდა და განმარტავდა, რომ მისი მხრიდან ახალი
დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით დღეს წარედგინა. ბრალდება წარედგინა პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავასაც. მას ბრალად გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.