პროკურატურა ეძებს ადამიანს, რომელიც 17 მოქალაქეს ავტომანქანის ყიდვას დაჰპირდა და 400 ათას ლარზე მეტით მიიმალა

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.
უწყების თანახმად, „გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს „პრემიუმ ქარ საქართველო“ დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა, ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა“.
ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. მას სამართალდამცველები ეძებენ.
საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციით, შპს „პრემიუმ ქარ საქართველოს“ დამფუძნებელი და დირექტორია უკრაინის მოქალაქე ვადიმ ვოლოშინი. შპს „პრემიუმ ქარ საქართველო“ მიმდინარე წლის 13 ივლისსაა რეგისტრირებული. კომპანიის საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი გამორთულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ