პროკურატურაში დამიბარეს პაპუაშვილთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებაზე – მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გამოკითხვაზე დაბარების მოთხოვნით მიმართა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს:
,,პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, თითოეული განცხადება ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს.“ – წერს მეზვრიშვილი და დოკუმენტს აქვეყნებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.