პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა ჟურნალისტის დაკავებიდან 10 თვის თავზეც არ დაუსრულებია

პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა ჟურნალისტის დაკავებიდან 10 თვის თავზეც არ დაუსრულებია

პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზა ჟურნალისტის დაკავებიდან 10 თვის თავზეც არ დაუსრულებია. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ადვოკატებმა მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონისა და სხვა პირადი ნივთების დაბრუნების შუამდგომლობა დააყენეს.
პროკურორმა დაცვის მხარის შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ მინდობილ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია წაიღოს ამაღლობელის საბანკო ბარათი და გასაღები. თუმცა, პროკურორის განმარტებით, მობილურ ტელეფონზე დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. შესაბამისად, მისი დაბრუნება, ამ დროისთვის, ფიზიკურად არ შეუძლიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.